ოლიმპიზმი: ვირჯინია სოჭში მიდის

AutoSharing Option
პირველად ბოლო 30 წლის განმავლობაში, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე წარმოდგენილი იქნება ეკზოტიკური ქვეყანა - ვირჯინიის კუნძულები. ეს სოჭის 2014 წლის ოლიმპიადაზე მოხდება.

დამდეგ თამაშებზე ამ მინიატურულ სახელმწიფოს, რომელიც ბრიტანეთს ექვემდებარება, წარმოადგენს მოთხილამურე პეტერ ადამ კრუკი. ის ფრისტაილის სახეობაში - ჰალფ-პაიპში გამოდის. სპორტსმენმა დააგროვა საკმარისი ქულები იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღოს ოლიმპიადაზე.

"ეს ძალიან უცნაურად ჟღერს: "ზამთრის ოლიმპიური თამაშები". მაგრამ ეს სიმართლეა, ჩვენ ვაპირებთ იქ გამგზავრებას. ჩვენ გვყავს ძალიან კომპეტენტური და კონკურენტუნარიანი სპორტსმენი", - განაცხადა ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ეფრეიმ პენმა.

ბრიტანეთის ვირჯინიის
კუნძულები - ეს არის 36 პატარა კუნძულისგან შემდგარი არქიპელაგი, რომელიც ამერიკის ვირჯინიის კუნძულებიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს.

ქვეყნის მოსახლეობაა 27 800 ადამიანი. ბოლოს, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების სპორტსმენები ზამთრის ოლიმპიადაზე 1984 წელს, სარაევოში გამოდიოდნენ. იქ ქვეყანა წარმოდგენილი იყო მოციგურავე ეროლ ფრეიზერით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ოლიმპიური ჩირაღდნის ბედი: ჯერ ქრებოდა, ახლა აფეთქდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული