მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა ამ ეტაპზე თვლის, რომ სამთავრობო დელეგაციის გამგზავრება სოჭში მიზანშეწონილი არ არის და ოლიმპიურ თამაშებზე მხოლოდ სპორტული დელეგაცია გაემგზავრება.
"ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ სპორტი არ უნდა გაიგივდეს პოლიტიკასთან, ხოლო თუ ჩვენი მოწინააღმდეგე სპორტს იყენებს პოლიტიკური ინტერესებისთვის, საქართველომ იგივე ნაბიჯი არ უნდა გადადგას და სპორტსმენები უმნიშვნელოვანეს სპორტულ ფორუმზე უნდა გაემგზავრნენ.
საქართველოს დროშა უნდა ფრიალებდეს ოლიმპიურ თამაშებზე", - განაცხადა ლევან ყიფიანმა.