ლევან ყიფიანი: საქართველოს დროშა ოლიმპიურ თამაშებზე უნდა ფრიალებდეს

AutoSharing Option
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლევან ყიფიანი სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მონაწილეობის საკითხს გამოეხმაურა.

მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობა ამ ეტაპზე თვლის, რომ სამთავრობო დელეგაციის გამგზავრება სოჭში მიზანშეწონილი არ არის და ოლიმპიურ თამაშებზე მხოლოდ სპორტული დელეგაცია გაემგზავრება.

"ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ სპორტი არ უნდა გაიგივდეს პოლიტიკასთან, ხოლო თუ ჩვენი მოწინააღმდეგე სპორტს იყენებს პოლიტიკური ინტერესებისთვის, საქართველომ იგივე ნაბიჯი არ უნდა გადადგას და სპორტსმენები უმნიშვნელოვანეს სპორტულ ფორუმზე უნდა გაემგზავრნენ.

საქართველოს დროშა უნდა ფრიალებდეს ოლიმპიურ თამაშებზე",
- განაცხადა ლევან ყიფიანმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული