თბილისმა გაიმარჯვა!

AutoSharing Option
დღეს ბელგრადში ევროპის ოლიმპიური კომიტეტების გენერალურ ასამბლეაზე ფარული კენჭისყრით გადაწყდა, რომ კონტინენტის ახალგაზრდობის 2015 წლის ოლიმპიურ ფესტივალს თბილისი უმასპინძლებს. ასამბლეაზე დელეგატებს არჩევანი ჩვენ დედაქალაქსა და ჩეხეთის ქალაქ ბრნოს შორის უნდა გაეკეთებინათ.

ფარულ კენჭისყრაში 26-მა დელეგატმა გადაწყვეტილება თბილისის სასარგებლოდ მიიღო. 

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ღირსეულად უმასპინძლებს. 

როგორც მან "ინტერპრესნიუსთან" ბელგრადიდან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების გენერალური ასამბლეის დღევანდელი გადაწყვეტილებას საქართველოსთვის დიდი მნიშნვნელობა აქვს და ეს დიდი გამარჯვებაა. საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის
განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ საკმაოდ ძლიერი კონკურენტის, ევროკავშირის წევრი ქვეყნის, ჩეხეთის ქალაქ ბრნოს დამარცხება შეძლო და დაამტკიცა, რომ ფისტივალის მასპინძლობა უკეთესად შეუძლია. 

"ეს დიდი გამარჯვებაა, თუმცა მთავარი გამარჯვება ის იქნება, თუ საქართველო 2015 წლის ახალგაზრდულ ფესტივალზე ღირსეულად წარსდგება და გარდა ამისა, შეძლებს, ღირსეულად უმასპინძლოს 49 ქვეყნიდან ჩამოსულ 20 000-ზე მეტ ადამიანს", - აღნიშნა გია ნაცვლიშვილმა. 

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, რომელიც ფესტივალისთვის არის საჭირო, როგორც გია ნაცვლიშვილი აცხადებს, ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 5 წელი სრულიად საკმარისია. 


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული