ფარულ კენჭისყრაში 26-მა დელეგატმა გადაწყვეტილება თბილისის სასარგებლოდ მიიღო.
საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს ღირსეულად უმასპინძლებს.
როგორც მან "ინტერპრესნიუსთან" ბელგრადიდან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების გენერალური ასამბლეის დღევანდელი გადაწყვეტილებას საქართველოსთვის დიდი მნიშნვნელობა აქვს და ეს დიდი გამარჯვებაა. საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის
"ეს დიდი გამარჯვებაა, თუმცა მთავარი გამარჯვება ის იქნება, თუ საქართველო 2015 წლის ახალგაზრდულ ფესტივალზე ღირსეულად წარსდგება და გარდა ამისა, შეძლებს, ღირსეულად უმასპინძლოს 49 ქვეყნიდან ჩამოსულ 20 000-ზე მეტ ადამიანს", - აღნიშნა გია ნაცვლიშვილმა.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, რომელიც ფესტივალისთვის არის საჭირო, როგორც გია ნაცვლიშვილი აცხადებს, ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 5 წელი სრულიად საკმარისია.