უცნაური მოთხილამურე მექსიკიდან

AutoSharing Option
მექსიკელი სამთო მოთხილამურე უბერტუს ფონ გოგენლოე სოჭის ოლიმპიადაზე უცნაური ფორმით გამოვა - ის გამოეწყობა მექსიკელი მუსიკოსის - მარიაჩის სტილიზებულ კოსტიუმში. ფონ გოგენლოე, რომელსაც 2 თებერვალს 55 წელი შეუსრულდება, მექსიკის ერთადერთი წარმომადგენელი იქნება სოჭის ოლიმპიადაზე.

სპორტსმენის თქმით, მან მარიაჩის კოსტიუმის არჩევა სოჭში მექსიკის დელეგაციის ხელმძღვანელთან, კარლოს პრუნედასთან საუბრის შემდეგ გადაწყვიტა. ფონ გოგენლოეს მიაჩნია, რომ ასეთი ფორმის წყალობით, თითოეული მაყურებელი მიხვდება, რომ ის მექსიკას წარმოადგენს.

კოსტიუმი, რომლითაც ფონ გოგენლოე სტარტზე გამოვა, აკმაყოფილებს ყველა იმ ძირითად მოთხოვნას, რომელსაც სპორტსმენებს სათხილამურო სპორტის ფედერაცია უყენებს.
მექსიკელის ფორმა კომპანია Kappa-მ შეკერა.

ფონ გოგელოე - ვიურტემბერგერების გერმანული დინასტიის შთამომავალია. ის გამოდიოდა 1984, 1988, 1992, 1994 და 2010 წლების ოლიმპიადებზე. ოთხი წლის წინ, ვანკუვერში უმბერტუსი სტარტზე მექსიკელი ბანდიტის - "პისტოლეროს" კოსტიუმით გავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული