შეხვედრას ესწრებიან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობაში - ზურაბ აბაშიძე, ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები.
როგორც შეხვედრის დაწყებისას ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა მამუკა ხაბარელმა განაცხადა, სოჭში 4 თებერვალს თვითონ და ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი გაემგზავრებიან.
სოჭში საქართველოს დელეგაცია ორ ჯგუფად გაემგზავრება. პირველი ნაწილი მიდის 4 თებერვალს, ხოლო ძირითადი ნაწილი 6 თებერვალს გაემგზავრება. რაც შეეხება ელენე გედევანიშვილს, ის ნაკრებს მოგვიანებით შეუერთდება.
სოჭის ოლიმპიადაზე სულ ოთხი ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას: მოთხილამურეები - ნინო წიკლაური, იასონ აბრამაშვილი, ალექსი ბენიაიძე და მოციგურავე ელენე გედევანიშვილი.
წყარო: ipn.ge