სოჭი 2014: ციგაობა - განადგურება გერმანულად

AutoSharing Option
24 წლის გერმანელი ფელიქს ლოხი უკვე იუნიორთა ასაკში გახდა ციგაობის ნამდვილი ლეგენდა. მან მოასწრო მსოფლიოს ჩემპიონატებზე რვა ოქროს მოგება, ვანკუვერში კი პირველად გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. იმის გათვალისწინებით, რომ ლოხი წელს ვადაზე ადრე გახდა მსოფლიოს თასის საერთო ჩათვლის გამარჯვებული, თითქმის არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ გერმანელი შეძლებდა ოთხი წლის წინანდელი წარმატების გამეორებას.

და მართლაც, სოჭში ფელიქსი შეუდარებელი იყო. საშუალო დონის პირველი ცდის შემდეგ, როცა მან 15 მეათასედი წამი წააგო მთავარ კონკურენტ ალბერტ დემჩენკოსთან, ლოხმა კონცენტრაცია შეძლო, სამი ბრწყინვალე დაშვება შემოგვთავაზა და გაახარა
გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ნორბერტ ლოხი. როგორც ხვდებით, ეს უკანასკნელი აწ უკვე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის მამაა. გერმანელებისთვის ეს იყო პირველი ოქრო ამ ოლიმპიადაზე.

ლეგენდარული რუსი ალბერტ დემჩენკო მაქსიმალურად ცდილობდა, მაგრამ ადგილობრივი პუბლიკა ოქროთი ვერ გაახარა და ვერცხლით დაკმაყოფილდა. ბრინჯაო კიდევ ერთმა ლეგენდამ, ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, იტალიელმა არმინ ცოგელერმა მოიპოვა.

ფელიქს ლოხი
დაიბადა: 24 ივლისი, 1989
სიმაღლე: 1.91 მ
წონა: 98 კგ
ოლიმპიური თამაშები
ოქრო - ვანკუვერი 2010
ოქრო - სოჭი 2014, 5000 მ
სხვა ტიტულები
მსოფლიოს 8-გზის აბსოლუტური ჩემპიონი, ერთგზის ვერცხლის პრიზიორი; მსოფლიოს თასის 3-გზის მფლობელი (2012, 2013, 2014).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული