ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, "თბილისი 2015"-ის დაწყებამდე 7 თვე დარჩა.
აქტიურად მიმდინარეობს პრეზენტაციები ახალგაზრდებთან და დაინტერესებული მოხალისეების რეგისტრაცია.
17ნოემბერს - სტუდენტთა საერთაშორისო დღეს, "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტი მოხალისე სტუდენტებისთვის აწყობს გასართობ ესტაფეტას. ორგანიზებული იქნება მხიარული სტარტები, სადაც 12 კაცისგან შემდგარი 6 სხვადასხვა გუნდი, 6 უნივერსიტეტიდან შეეჯიბრება ერთმანეთს.
ღონისძიება ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და სპორტულ აქტივობებში მათ ჩართულობას. ღონისძიებაში გამარჯვებული გუნდები მიიღებენ პრიზებს ფესტივალის სპონსორებისგან.
აღვნიშნოთ სტუდენტთა საერთაშორისო დღე ერთად!
გელოდებით 16:00-18:00 საათზე სპორტკომპლექს "არენა 2"-ში. მისამართი: უნივერსიტეტის ქუჩა 2.
"თბილისი 2015"-ის პრესსამსახური