სოკ-ის ახალი ოფისი 160 მილიონი დოლარი დაჯდება

AutoSharing Option
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა დაასახელა იმ კონკურსის გამარჯვებული, რომელსაც უნდა გამოევლინა ოლიმპიური მოძრაობის მთავარი ორგანოსთვის ახალი შტაბ-ბინის შენობის პროექტი. დანიურმა კომპანია 3XN-მა გაიმარჯვა ტენდერში, რომელშიც ასამდე კონკურსანტი მონაწილეობდა.

ახალი ოფისი აშენდება ლოზანაში, ოლიმპიური კომიტეტის ამჟამინდელი რეზიდენციის - შატო დე ვიდის გვერდით. შენობის ფართობი 18 ათასი კვადრატული მეტრი იქნება, მთლიანად კომიტეტის ტერიტორია 2.4 ჰექტარს დაიკავებს. ამ შენობაში მოუყრის თავს ოლიმპიური კომიტეტი ყველა, 600 თანამშრომელს, რომელიც ამჟამად ლოზანაში, ხუთ სხვადასხვა ოფისშია განთავსებული.

არქიტექტორები პირობას დებენ, რომ ოფისი მაქსიმალურად ენერგოეფექტური იქნება: მშენებლობისთვის გამოიყენებენ წყალს
ჟენევის ტბიდან, ენერგიას მოიპოვებენ მზის ელემენტების მეშვეობით, ხოლო არქიტექტურა საშუალებას მისცემს ბუნებრივი განათების სისტემის ოპტიმიზაციას.

პროექტის ღირებულება 159 მილიონ დოლარს შეადგენს. ამ თანხის 80 პროცენტს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი კრედიტით აიღებს.

რამდენიმე შენობას, რომლებსაც ახლა ოლიმპიური კომიტეტის ოფისებად იყენებენ, დემონტაჟი ჩაუტარდება, მათ შორის, 2005 წელს აშენებულ ნაგებობას. რაც შეეხება შატო დე ვიდის ისტორიულ რეზიდენციას, ის ხელშეუხებელი დარჩება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული