ოლიმპიზმი: 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლობაზე რეკორდულად ცოტა ქალაქი იბრძოლებს

AutoSharing Option
პეკინისა და ალმათის წარმომადგენლებმა ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში წარადგინეს განაცხადები 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლობაზე.

პეკინის დელეგაციას სათავეში ედგა ქვეყნის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლიუ პენი; აგრეთვე, ქალაქის მერი ვან ანშუნი.

ყაზახეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდნენ ალმათის ვიცე-მერი ზაურეშ ამანჟილოვა და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ტიმურ დოსიმბეტოვი.

2022 წლის ზამთრის თამაშების ჩატარებაზე პრეტენდენტთა რიცხვში იყვნენ სტოკჰოლმი, კრაკოვი, ლვოვი და ოსლო, მაგრამ მათ თავიანთი კანდიდატურები მოხსნეს.

თეთრი ოლიმპიადის მასპინძელ ქალაქს 31 ივლისს, კუალა ლუმპურში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სპეციალურ სესიაზე დაასახელებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული