ახალი წლის დადგომამდე ორი საათის ადრე რიო დე ჟანეიროში კოპაკაბანას სახელგანთქმულ პლაჟზე 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ლოგოს ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა.
2016 წლის ზაფხულის თამაშების ემბლემა რიოს მთებს, მზესა და ზღვას გამოხატავს. ლოგო დაკლაკნილი შეკრული წრის სახით არის გამოსახული. ის ცისფერი, ყვითელი და მწვანე ფერებით არის გაფორმებული, რაც ბრაზილიის ეროვნული დროშის ფერები გახლავთ.
ამავდროულად, ლოგო მოგვაგონებს სამ ადამიანს, რომლებიც ხელჩაკიდებული ცეკვავენ.
რიო დე ჟანეიროს მერიის განცხადებით, კოპაკაბანაზე ფეიერვერკი - საუკეთესო მომენტი იყო თამაშების ლოგოს პრეზენტაციისთვის, რადგან ეს ტურისტული სეზონის პიკია და ის
პიროტექნიკური შოუს წინ ოლიმპიადის ლოგო პლაჟზე დამონტაჟებულ ერთდროულად ოთხ ეკრანზე გამოისახა. შემდეგ პუბლიკის წინაშე გაშალეს ოთხი ათასი კვადრატული მეტრის ოდენობის ტილო თამაშების სიმბოლოს გამოსახულებით.
.