ოლიმპიზმი: ამერიკამ ბოსტონი აირჩია

AutoSharing Option
ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2024 წლის ზაფხულის თამაშების კანდიდატად ქალაქი ბოსტონი აირჩია.

ბოსტონმა ეროვნული კონკურსი მოუგო ვაშინგტონს, სან ფრანცისკოსა და ლოს ანჯელესს. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მიულოცა ბოსტონს ამერიკის მხრიდან კანდიდატად დასახელება.

ბოსტონს რამდენიმე სერიოზული კონკურენტი ეყოლება 2024 წლის ოლიმპიადისთვის ბრძოლაში. კანდიდატ ქალაქებში არიან: ბერლინი, სტამბოლი, მელბურნი, სანკტ-პეტერბურგი, ნაირობი და იოჰანესბურგი.

ამერიკის შეერთებულ შტატებში მიაჩნიათ, რომ 2024 წელს მათთან ზაფხულის თამაშების ჩატარების შანსები მაღალია, რადგან უკვე 28 წელია ჩრდილოეთ ამერიკაში ზაფხულის ოლიმპიადა არ ჩატარებულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული