"თბილისი 2015"-ის თილისმა ხოხობი პიკი ქუჩაში გამვლელებს ჩაეხუტა

AutoSharing Option
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტი თბილისის ქუჩებში გავიდა და ჩახუტების საერთაშორისო დღე აღნიშნა.

21 იანვარს, მთელი დღის განმავლობაში ოლიმპიური ფესტივალის თილისმა - ხოხობი პიკი - ქუჩაში გამვლელებს ეხუტებოდა.

თბილისელებმა გაიცნეს ოლიმპიური ფესტივალის თილისმა - ხოხობი პიკი, რომელიც ყველა გამვლელს სიამოვნებით ეხუტებოდა. მოხალისეებმა დაარიგეს "კოკა-კოლები" (ოლიმპიადის ოფიციალური პარტნიორი) და დააკრეს სტიკერები "ჩაგვეხუტე და გადავდგათ ნაბიჯი მომავლისკენ!"

Sportall.Ge

ღონისძიებამ დილის 8:30 საათზე სასტუმრო "რადისონის" მიმდებარე ტერიტორიიდან ("თბილისი 2015"-ის უკუათვლის საათთან) აიღო სტარტი და თბილისის სხვადასხვა ქუჩაში გაგრძელდა.

მარშრუტი შემდეგი იყო:
"რადისონთან" მდებარე უკუათვლის ოლიმპიური საათი, მეტრო "რუსთაველი", N51 სკოლა, ილიას უნივერსიტეტი, ტექ.უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი, ოლიმპიური სოფელი.

Sportall.Ge

ჩახუტების დღეს მთელ მსოფლიოში 21 იანვარს აღნიშნავენ. პირველად კი ეს დღესასწაული 1986 წელს აშშ-ში ჩატარდა. ფსიქოლოგთა აზრით, ჩახუტება სტრესს ხსნის, სისხლის წნევის რეგულაციასა და გულისცემის რიტმის აღდგენას ხელს უწყობს.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტი ჩახუტების დღეს უკვე მეორე წელია აღნიშნავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული