21 იანვარს, მთელი დღის განმავლობაში ოლიმპიური ფესტივალის თილისმა - ხოხობი პიკი - ქუჩაში გამვლელებს ეხუტებოდა.
თბილისელებმა გაიცნეს ოლიმპიური ფესტივალის თილისმა - ხოხობი პიკი, რომელიც ყველა გამვლელს სიამოვნებით ეხუტებოდა. მოხალისეებმა დაარიგეს "კოკა-კოლები" (ოლიმპიადის ოფიციალური პარტნიორი) და დააკრეს სტიკერები "ჩაგვეხუტე და გადავდგათ ნაბიჯი მომავლისკენ!"
ღონისძიებამ დილის 8:30 საათზე სასტუმრო "რადისონის" მიმდებარე ტერიტორიიდან ("თბილისი 2015"-ის უკუათვლის საათთან) აიღო სტარტი და თბილისის სხვადასხვა ქუჩაში გაგრძელდა.
მარშრუტი შემდეგი იყო:
ჩახუტების დღეს მთელ მსოფლიოში 21 იანვარს აღნიშნავენ. პირველად კი ეს დღესასწაული 1986 წელს აშშ-ში ჩატარდა. ფსიქოლოგთა აზრით, ჩახუტება სტრესს ხსნის, სისხლის წნევის რეგულაციასა და გულისცემის რიტმის აღდგენას ხელს უწყობს.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტი ჩახუტების დღეს უკვე მეორე წელია აღნიშნავს.