"თბილისი 2015"-ის ორგანიზებით, დღეს ახალგაზრდებს შორის სათხილამურო შეჯიბრი გაიმართება

AutoSharing Option
გუდაურში, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თაოსნობით, ფესტივალში მოხალისედ დარეგისტრირებულ ახალგაზრდებს შორის სათხილამურო შეჯიბრი გაიმართება.

ღონისძიებაში მონაწილეობას 90 მოხალისე მიიღებს. თხილამურებით სრიალში ერთმანეთს 20 გოგონა და 20 ვაჟი დაუპირისპირდება.

შეჯიბრი 6 თებერვალს, 12:00 საათზე დაიწყება და 15:30 საათზე დასრულდება. გამარჯვებულებს საორგანიზაციო კომიტეტი გამოავლენს და მათ სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვებს.

ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალ "თბილისი 2015"-ის დაწყებამდე 5 თვე დარჩა.

ყოველდღე მიმდინარეობს მოხალისეების რეგისტრაცია, ყველა სტუდენტს და პოტენციურ მოხალისეს შეუძლია შეუერთდეს 1 მარტამდე "თბილისი 2015-ის" გუნდს და მიიღოს მონაწილეობა
სპორტულ და სახალისო აქტივობებში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული