მოხალისეებმა "თბილისი 2015"-ის მიერ ჩატარებულ სათხილამურო შეჯიბრებაში იასპარეზეს

AutoSharing Option
გუდაურში, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თაოსნობით, ფესტივალში მოხალისედ დარეგისტრირებულ ახალგაზრდებს შორის სათხილამურო შეჯიბრება გაიმართა.

ტურნირი "თბილისი 2015"-ის მთავარი პარტნიორის, "კოკა-კოლას" წარმომადგენელმა გახსნა.

თხილამურებით სრიალში ერთმანეთს 20 გოგონა და 20 ბიჭი დაუპირისპირდა. ღონისძიებაში სულ 90-მდე მოხალისე მონაწილეობდა. გამარჯვებულები სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალ "თბილისი 2015"-ის დაწყებამდე 5 თვე დარჩა.

ყოველდღე მიმდინარეობს მოხალისეების რეგისტრაცია. ყველა სტუდენტს და პოტენციურ მოხალისეს შეუძლია შეუერთდეს 1-ელ მარტამდე "თბილისი 2015"-ის გუნდს და მიიღოს მონაწილეობა სპორტულ და სახალისო აქტივობებში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული