ტურნირი "თბილისი 2015"-ის მთავარი პარტნიორის, "კოკა-კოლას" წარმომადგენელმა გახსნა.
თხილამურებით სრიალში ერთმანეთს 20 გოგონა და 20 ბიჭი დაუპირისპირდა. ღონისძიებაში სულ 90-მდე მოხალისე მონაწილეობდა. გამარჯვებულები სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალ "თბილისი 2015"-ის დაწყებამდე 5 თვე დარჩა.
ყოველდღე მიმდინარეობს მოხალისეების რეგისტრაცია. ყველა სტუდენტს და პოტენციურ მოხალისეს შეუძლია შეუერთდეს 1-ელ მარტამდე "თბილისი 2015"-ის გუნდს და მიიღოს მონაწილეობა სპორტულ და სახალისო აქტივობებში.