ამ ინსპექციის შედეგები არაუგვიანეს 2015 წლისა გამოქვეყნდება. ამის შესახებ გამოაცხადეს მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ანტისადოპინგო და სამედიცინო დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა - ტომას კაპდევილმა და პიერ-ივ გარნიემ.
თავის მხრივ, ისინი იტყობინებიან - რა უნდა მოიმოქმედოს ფედერაციამ რუსი სპორტსმენების ბოლო დისკვალიფიკაციებთან და რუსულ სპორტში დოპინგის შესახებ გერმანულ დოკუმენტურ ფილმთან დაკავშირებით.
"ჯერჯერობით ლაპარაკია მხოლოდ ბრალდებებზე, რომელიც დოკუმენტურ ფილმშია წამოყენებული, თუმცა დასკვნების გამოტანა ჯერ ნაადრევია. ჩვენი მიზანია - "სუფთა" სპორტსმენების დაცვა და ახლა არაშესაფერისი მომენტია მთელი ფედერაციის
თუ არსებობს რაღაც პრობლემები სპორტსმენების, მწვრთნელების ან ჩინოვნიკების გამოვლენის მხრივ, ჩვენი სამუშაო იმაში მდგომარეობს, რომ სწორედ ისინი გამოვავლინოთ და ჩამოვაშოროთ სპორტს.
ვთანაშრომლობთ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოსთან და ჩვენს ეთიკის კომისიასთან. ვალდებულნი ვართ განვიხილოთ ყოველი შემთხვევა ინდივიდუალურად და შემდეგ გავაცნოთ საკითხი საერთაშორისო ფედერაციის საბჭოს.
მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო ახლა მთლიანად რუსულ სპორტს ამოწმებს. მოწმდება ლაბორატორიები, სადოპინგო ოფიცრები, სპორტის სამინისტრო და ა. შ. გეგმის მიხედვით, ეს შემოწმება 2015 წლის ბოლოსთვის დასრულდება. ჩვენ გვაინტერესებს მხოლოდ რუსეთის მძლეოსნობის ფედერაცია, მაგრამ არ შეგვიძლია დავაჩქაროთ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო", - განაცხადა კაპდევილმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"