ოლიმპიური ჩირაღდანი ათენიდან საქართველოში 26 მაისს შემოვა

AutoSharing Option
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში, ოლიმპიური ჩირაღდანი საქართველოში ათენიდან 26 მაისს შემოვა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტიდან აცნობეს, ოლიმპიური ჩირაღდანი ათენიდან ქალაქ ბათუმში 26 მაისს, 20:00 საათზე შემოვა. ჩირაღდანი საქართველოს ტერიტორიაზე 26 მაისიდან 1-ელ აგვისტომდე დარჩება.

"თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის ინფორმაციით, ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტაში მონაწილეობას მიიღებს 700 მეჩირაღდნე.

ოლიმპიური ჩირაღდანი მოივლის მთელ საქართველოს, ჩავა 67 ქალაქსა და რაიონულ ცენტრში, სადაც მოეწყობა ოლიმპიური ცეცხლის დახვედრისადმი მიძღვნილი სახალხო ზეიმი. საქართველოს 6 ქალაქში საზეიმო კონცერტები გაიმართება.

"თბილისი 2015"
ოფიციალურად 26 ივლისს გაიხსნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული