როგორც "ინტერპრესნიუსს" ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის, "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტიდან აცნობეს, ოლიმპიური ჩირაღდანი ათენიდან ქალაქ ბათუმში 26 მაისს, 20:00 საათზე შემოვა. ჩირაღდანი საქართველოს ტერიტორიაზე 26 მაისიდან 1-ელ აგვისტომდე დარჩება.
"თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის ინფორმაციით, ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტაში მონაწილეობას მიიღებს 700 მეჩირაღდნე.
ოლიმპიური ჩირაღდანი მოივლის მთელ საქართველოს, ჩავა 67 ქალაქსა და რაიონულ ცენტრში, სადაც მოეწყობა ოლიმპიური ცეცხლის დახვედრისადმი მიძღვნილი სახალხო ზეიმი. საქართველოს 6 ქალაქში საზეიმო კონცერტები გაიმართება.
"თბილისი 2015"