"თბილისი 2015"-ის ოფიციალური გადამყვანი ავიაკომპანია "აირზენა" გახდა

AutoSharing Option
2 აპრილს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტმა ავიაკომპანია "აირზენასთან" ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსი ახვლედიანმა და ავიაკომპანია Georgian Airways-ის ("აირზენას") გენერალურმა დირექტორმა იასე ზაუტაშვილმა.

აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, "აირზენა" "თბილისი 2015"-ის ოფიციალური გადამყვანია და მისი თვითმფრინავები "თბილისი 2015"-ის ლოგოთი და ოლიმპიური ფერებით დაიბრენდება.

"დღეს ქართული ავიაბაზრის ფლაგმანი, კომპანია "აირზენა", ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პარტნიორი გახდა. სწორედ "აირზენას" ჩარტერული რეისით ჩამოვა საქართველოში ოლიმპიური ცეცხლი საბერძნეთიდან.

ასევე, ოლიმპიადის პერიოდში "აირზენა" სპეციალურ
ტარიფებს დააწესებს სპორტსმენებისა და ოლიმპიადის სტუმრებისთვის", - აღნიშნა "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსი ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, რომ  26 ივლისი-1 აგვისტოს პერიოდში თბილისში საქართველოს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური სპორტული ღონისძიება - ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი "თბილისი 2015" ტარდება.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული