ლევან ყიფიანმა შესაძლოა ოლიმპიური კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა

AutoSharing Option
ლევან ყიფიანი მომავალ წელს ოლიმპიური კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, - ამის შესახებ ყიფიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ის სპორტის სფეროში გააგრძელებს საქმიანობას.

"მე არსად არ მივდივარ, ვაგრძელებ სპორტულ სფეროში მუშაობას. სხვა სფეროსა და უწყებაში ვერ ვიმუშავებ. მომავალ წელს არის ოლიმპიური კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნები და შესაძლოა, მასში მივიღო მონაწილეობა. შესაძლოა, სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციაში ვიმუშაო", - განაცხადა ყიფიანმა.

ასევე იხილეთ:
ლევან ყიფიანი: ვტოვებ ჩემს თანამდებობას
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული