საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა თავისი რიგებიდან განას ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი გარიცხა. ასეთი გადაწყვეტილება გუშინ ლოზანაში, სოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღეს.
განა ქვეყნის მთავრობის მიერ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საქმიანობაში ჩარევისთვის დაისაჯა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი რამდენიმე თვე აწარმოებდა მოლაპარაკებებს განას მთავრობასთან, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო.
ასე რომ, განას ოლიმპიური ნაკრები ვერ გამოვა 2012 წელს ლონდონის ზაფხულის თამაშებზე. იქაურ სპორტსმენებს აგრეთვე აეკრძალათ ნებისმიერ საერთაშორისო ტურნირზე გამოსვლა, ხოლო ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტი სოკ-სგან სპონსორულ მხარდაჭერას არ მიიღებს.