ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა - საგარეჯო

AutoSharing Option
ოლიმპიური ფესტივალის ესტაფეტა გრძელდება.

5 ივნისს ოლიმპიურ ცეცხლს საგარეჯომ საზეიმო კონცერტით უმასპინძლა.

მოედანზე შეკრებილი მოსახლეობა ისტორიული მომენტის მომსწრე გახდა. სცენაზე ჩირაღდანი, საგარეჯოს ესტაფეტის ერთ-ერთმა მეჩირაღდნემ - "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა, მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსი ახვლედიანმა აიტანა.
შემდეგ კი კონცერტი გაიმართა. საგარეჯოს სცენაზე ავიდნენ:

ნოდიკო ტატიშვილი, ანრი ჯოხაძე, ლელა წურწუმია, დათუნა მგელაძე, ნინი ბადურაშვილი და სხვა.
ღონისძიებაში 150-მდე მოხალისე იყო ჩართული.

საგარეჯოს მოსახლეობას და კონცერტის სტუმრებს, სცენიდან სიტყვით მიმართეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ და საორგანიზაციო კომიტეტის
თავმჯდომარემ ალექსი ახვლედიანმა.

საბერძენთიდან ოლიმპიური ცეცხლი პირველად ბათუმში 26 მაისს შემოვიდა, 28 მაისიდან კი მან აჭარის მაღალმთიანი რეგიონებისკენ აიღო გეზი და იმოგზაურა ქედაში, შუახევსა და ხულოში. 29 მაისიდან ცეცხლმა სამხრეთ საქართველოსკენ დაიწყო მოგზაურობა . ესტაფეტის ფარგლებში ოლიმპიური ცეცხლი ადიგენს, ახალციხეს, ასპინძას, ახალქალაქს, ნინოწმინდას, წალკას, თეთრ წყაროს, ბოლნისს, მარნეულს, გარდაბანსა და რუსთავს უკვე ესტუმრა.

14 ივლისამდე ოლიმპიური ცეცხლი მოივლის საქართველოს 67 მუნიციპალიტეტის ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებს.

14 ივლისს კი ცეცხლი დედაქალაქში შემოვა. ესტაფეტაში 700 მეჩირაღდნე იღებს მონაწილეობას.

26 ივლისს კი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონიალზე დიდ კაულდრონში აინთება და ფესტივალის დასრულებამდე იგიზგიზებს.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული