5 ივნისს ოლიმპიური ცეცხლი კახეთში შევიდა. საგარეჯო ოლიმპიურ მსვლელობას საზეიმო კონცერტით შეხვდა, მეორე დღეს ესტაფეტა დედოფლისწყაროში გაგრძელდა.
კვირას, 7 ივნისს, ოლიმპიური ცეცხლი სიღნაღში საზეიმო ვითარებაში შემოვიდა.
მეჩირაღდნეთა შორის იყვნენ: სასპორტო სკოლის მწვრთნელი ფეხბურთში ნუგზარ ნაცვლიშვილი, უეფას B კატეგორიის მწვრთნელი გელა ბაბაკიშვილი, საქართველოს ჩემპიონი კიკბოქსინგსა და ტაილანდურ კრივში მიხეილ ბაკაშვილი, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი ცოტნე ბეჟაშვილი, ფეხბურთის C კატეგორიის მწვრთნელი ზურაბ ბაბაკიშვილი.
ღონისძიებაში ტრადიციულად ჩაერთვნენ "თბილისი 2015"-ის მოხალისეები.
ორშაბათს, 8 ივნისს ესტაფეტა ლაგოდეხში
საბერძენთიდან ოლიმპიური ცეცხლი პირველად ბათუმში 26 მაისს შემოვიდა, 28 მაისიდან კი მან აჭარის მაღალმთიანი რეგიონებისკენ აიღო გეზი და იმოგზაურა ქედაში, შუახევსა და ხულოში. 29 მაისიდან ცეცხლმა სამხრეთ საქართველოსკენ დაიწყო მოგზაურობა . ესტაფეტის ფარგლებში ოლიმპიური ცეცხლი ადიგენს, ახალციხეს, ასპინძას, ახალქალაქს, ნინოწმინდას, წალკას, თეთრ წყაროს, ბოლნისს, მარნეულს, გარდაბანსა და რუსთავს უკვე ესტუმრა.
14 ივლისამდე ოლიმპიური ცეცხლი მოივლის საქართველოს 67 მუნიციპალიტეტის ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებს.
14 ივლისს კი ცეცხლი დედაქალაქში შემოვა. ესტაფეტაში 700 მეჩირაღდნე იღებს მონაწილეობას.
26 ივლისს კი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონიალზე დიდ კაულდრონში აინთება და ფესტივალის დასრულებამდე იგიზგიზებს.
ასევე იხილეთ:
ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა - საგარეჯო
საქართველოს ოლიმპიური ცეცხლი გადაეცა [VIDEO]