ბაქო 2015: საქართველოს ქალ ძიუდოისტთა ნაკრებში მატებაა

AutoSharing Option
რუსეთის ძიუდოისტთა ნაკრების ხელმძღვანელობას ბაქოში, პირველ ევროპულ თამაშებზე წასაყვანი შემადგენლობა ჯერ ოფიციალურად არ დაუსახელებია, თუმცა რუსულ მედიაში უკვე გამოქვეყნდა გარკვეული სია.

ბუნებრივია, მის სრულყოფილებაზე თავს ვერ დავდებთ, მაგრამ, ვფიქრობთ, მაინც საინტერესოა და არც რეალობასთან იქნება დაშორებული. მაშ ასე, რუსების დაუზუსტებული გუნდი ასეთია: ევროპის ორგზის ჩემპიონი, მსოფლიოს ფინალისტი ბესლან მუდრანოვი (60), ევროპის ვიცე-ჩემპიონი კამალ ხან-მაგომედოვი და მსოფლიოს ვერცხლისმედალოსანი, ევროპის ბრინჯაოსპრიზიორი მიხაილ პულიაევი (ორივე - 66), ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიადის მესამეადგილოსანი ივან ნიფონტოვი და ალან ხუბეცოვი (81), ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს
ფინალისტი კირილ დენისოვი და ევროპის ვერცხლისმედალოსანი, მსოფლიოს მესამე პრიზიორი კირილ ვოპროსოვი (90), რენატ საიდოვი (+100).

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ესაა დაუზუსტებელი შემადგენლობა, რომელიც რუსეთის ძიუდოს საიტზე გამოქვეყნდა. თუმცა აქ ერთი შეუსაბამობაა - ტექსტში ნათქვამია, რომ მთავარ მწვრთნელ ეციო გამბას ვაჟებში 6 წონაში ეყოლება მონაწილე, წარმოდგენილ სიაში კი 5 წონის ფალავნებია ჩამოთვლილი. სიას 73 და 100 კილოგრამის ფალავნები აკლია.

არადა, რუსებს ორივეგან ოლიმპიური ჩემპიონები ჰყავთ - მანსურ ისაევი (73) და ტაგირ ხაიბულაევი (100), ვინც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონიცაა. საინტერესოა, რომ ორივე ერთი რაიონიდანაა - ყიზლარიდან, რომელიც დაღესტნის რესპუბლიკას ეკუთვნის. ისიც აღსანიშნავია, რომ არსად ჩანს რუსების მესამე ოლიმპიური ჩემპიონი - არსენ გალსტიანი (60).

ჯერჯერობით შემადგენლობა არ დაუსახელებიათ ტურნირის მასპინძელ აზერბაიჯანელებს, ამასობაში კი მატებაა საქართველოს ნაკრებში. აქ ვაჟებში არაფერი შეცვლილა, თუმცა ქალთა ტურნირში ესტერ სტამს ნინო ოძელაშვილი (ორივე - 70) დაემატა.

ვაჟთა ნაკრებში ამირან პაპინაშვილი (60), ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე - 73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი (81), ვალერი ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი (90), ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი (+100) იჭიდავებენ.

პირადი პირველობა 25-27 ივნისს ჩატარდება, 28-ში კი გუნდური შეჯიბრება გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ირაკლი თავაძეს ვინმეს ადვოკატობა ნამდვილად არ სჭირდება,მაგრამ უნდა ითქვას, რომ ეს კაცი ძაან მაგარი პროფესიონალია. კი, ეტყობა გამორჩა იარცევი, რადგან მისი გვარი გოგოებში იყო მიწერილი და აღარ დაუკვირდა. ფაქტი ის არის რომ ეგრედ წოდებულ სხვა სახეობების გამშუქებლებში თავაძის დონის ჟურნალისტი საქართველოში ძალიან ცოტა გვყავს.
taine-randell
12:00 12-06-2015
0
ირაკლი თავაძე. 73კგ რუსებს თუ ყურადღებთ წაიკითხავთ დენის იარცევი ყავთ
Vladimir
10:44 12-06-2015
0

სიახლეები პოპულარული