ევროპული თამაშები. I და II დღე: კარატე აზერბაიჯანულად

AutoSharing Option
ევროპული თამაშების პირველი ორი დღის შემდეგ მედლების ჩათვლაში აზერბაიჯანის ნაკრები დაწინაურდა.

მედლების დიდი ნაწილი ამ გუნდს კარატისტებმა მოუტანეს. მასპინძლების ზოგიერთი წარმატება ლოგიკური იყო, ზოგიც - მოულოდნელი. მაგალითად, ევროპულ თამაშებზე პირველი ოქრო აზერბაიჯანს მსოფლიოს ოთხგზისა და ევროპის ცხრაგზის ჩემპიონმა რაფაელ აღაევმა მოუტანა, რომელიც 75-კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გამოდიოდა.

სამაგიეროდ, სენსაციად მოინათლა 60 კილოგრამში ფირდოვსი ფარზალიევის გამარჯვება მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერთან, იტალიელ ლუკა მარესკასთან ფინალში.

სულ აზერბაიჯანელებმა კარატეში ოთხი ოქრო და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ჯამში ამ არაოლიმპიურ სახეობაში მედლების 12 კომპლექტი გათამაშდა
- ათი კუმიტეში (კონტაქტური სახეობა) და ორი კატაში (ტექნიკური სახეობა)

ტექნიკური შედეგები
მთის ველოსიპედი
ქალები
1. იოლანდა ნეფი (შვეიც) 1:31.05
2. კატრინ შტირნემანი (შვეიც) 1:33.08
3. მაია ვლოშოვსკა (პოლ) 1:33.13

კაცები
1. ნინო შურტერი (შვეიც) 1:41.04
2. ლუკას ფლუკიგერი (შვეიც) 1:41.17
3. ფაბიან გაიგერი (შვეიც) 1:41.37

ტრიატლონი
ქალები
1. ნიკოლა შპირიგი (შვეიც) 2:00.28
2. რაკელ კლამერი (ჰოლ) +1.16
3. ლიზა ნორდენი (შვედ) +1.18

კაცები
1. გორდონ ბენსონი (ბრიტ) 1:48.31
2. ჟოაო სილვა (პორ) +0.11
3. როსტისლავ პევცოვი (აზე) +0.33

კაცები
60 კგ
1. ფირდოვსი ფარზალიევი (აზე)
2. ლუკა მარესკა (იტა)
3. ემილ პავლოვი (მაკ)

67 კგ
1. ბურაქ უიგური (თურ)
2. სტივენ და კოსტა (საფ)
3. ნიაზი ალიევი (აზე)

75 კგ
1. რაფაელ აღაევი (აზე)
2. ლუიჯი ბუსა (იტა)
3. ერმან ელთემური (თურ)

84 კგ
1. აიხან მამაევი (აზე)
2. გეორგიოს ცანოსი (საბ)
3. უგურ აქთაში (თურ)

+84 კგ
1. ენეს ერქანი (თურ)
2. ჯონათან ჰორნი (გერ)
3. მარტინ ნესტეროვსკი (მაკ)

კატა
1. დამიან კინტერო (ესპ)
2. მატია ბუსატო (იტა)
3. მეჰმეთ იაქანი (თურ)

ქალები
50 კგ
1. სერაფ იოზჩელიქი (თურ)
2. ბეტინა პლანკი (ავსტრია)
3. ალექსანდრა რეკია (საფ)

55 კგ
1. ემილი ტუი (საფ)
2. ელენა კოვაჩევიჩი (ხორ)
3. ილაჰა გასიმოვა (აზე)

61 კგ
1. ლუსი ინასი (საფ)
2. მერვე ქობანი (თურ)
3. ანა ლენარდი (ხორ)

68 კგ
1. ირინა ზარეცკა (აზე)
2. ალისა ბუზინგერი (ავსტრია)
3. მარინა რაკოვიჩი (ჩერ)

+68 კგ
1. მასა მარტინოვიჩი (ხორ)
2. მელთემ ჰოჩაოგლუ (თურ)
2. ივანა ზაიცევა (რუს)

კატა
1. სანდრა ხაიმე სანჩესი (ესპ)
2. სანდი სკორდო (საფ)
3. დილარა ბოზანი (თურ)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული