ევროპული თამაშები. IV დღე: უნგრეთისა და ბელარუსის გარღვევა

AutoSharing Option
ევროპული თამაშების მეოთხე დღეს მედლების 21 კომპლექტი გათამაშდა, რის შემდეგაც რუსეთის გუნდმა განიმტკიცა ლიდერობა მედლების ჩათვლაში.

რუსებმა ასპროცენტიან მაჩვენებელს მიაღწიეს სინქრონულ ცურვაში - კიდევ ორი ოქრო მოიპოვეს. ასევე ერთი ჩემპიონი ჰყავდათ ქალებს შორის თავისუფალ ჭიდაობაში. შესაბამისად, რუსეთმა კიდევ უფრო გაუსწრო აზერბაიჯანს, რომელიც გუშინ ერთი ოქროთი დაკმაყოფილდა.

მეოთხე დღე აშკარად უნგრეთისა და ბელარუსის იყო - ამ გუნდებმა 4-4 ოქრო მოიპოვეს და შესაბამისად, მესამე და მეოთხე ადგილებზე გადავიდნენ მედლების ჩათვლაში. უნგრეთს სუპერწარმატებული გამოსვლა ჰქონდა ნიჩბოსნობაში: 10 დისციპლინაში შვიდი მედალი მოიპოვა, მათ შორის
სამი ოქროსი.

ხვალ ბაქოში მედლების 11 კომპლექტი გათამაშდება.

ტექნიკური შედეგები
ნიჩბოსნობა
კაცები
კაიაკი. 200 მ. ერთადგილიანი
1. მიკლოშ დუდაში (უნგ) 35.132
2. პეტერ მენინგი (შვედ) 35.576
3. ედ მაკივერი (ბრიტ) 35.774

კაიაკი. 200 მ. ორადგილიანი
1. სერბეთი 31.910
2. გერმანია 31.983
3. უნგრეთი 32.512

კაიაკი. 1000 მ. ოთხადგილიანი
1. უნგრეთი 3:07.063
2. რუსეთი 3:08.034
3. ბელარუსი 3:08.827

კაიაკი. 5000 მ. ორადგილიანი
1. მაქს ჰოფი (გერ) 20:01.864
2. ფერნანდო პიმენტა (პორ) 20:11.989
3. სირილ კარი (საფ) 20:42.081

კანოე. 200 მ. ერთადგილიანი
1. ჰენრიკას ჟუსტაუტასი (ლიტ) 40.064
2. ვალენტინ დემიანენკო (აზე) 40.142
3. მარტინ ფუკსა (ჩეხ) 40.188

ქალები
კაიაკი. 200 მ. ერთადგილიანი
1. მარტა ვალჟიკივიჩი (პოლ) 40.795
2. ნატალია პოდოლსკაია (რუს) 41.165
3. დანუტა კოზაკი (უნგ) 41.378

კაიაკი. 200 მ. ორადგილიანი
1. ბელარუსი 37.399
2. სერბეთი 37.699
3. უკრაინა 37.719

კაიაკი. 500 მ. ერთადგილიანი
1. დანუტა კოზაკი (უნგ) 2:03.569
2. ივონ შურინგი (ავს) 2:04.708
3. ეველინა ვოინაროვსკა (პოლ) 2:05.389

კაიაკი. 500 მ. ორადგილიანი
1. სერბეთი 1:49.904
2. რუმინეთი 1:50.925
3. უნგრეთი 1:51.174

კაიაკი. 5000 მ. ორადგილიანი
1. მარინა ლიტვინჩუკი (ბლრ) 22:48.990
2. ლანი ბელჩერი (ბრიტ) 23:05.625
3. რენატა ჩაი (უნგ) 23:05.851

ტყვიის სროლა
კაცები
პნევმატური შაშხანა. 10 მ.
1. ვიტალი ბუბნოვიჩი (ბლრ) 206.6
2. ნიკოლო კამპრიანი (იტა) 206.4
3. სერგეი რიხტერი (ისრ) 185.5

ქალები
პნევმატური შაშხანა. 10 მ.
1. ანდრეა არსოვიჩი (სერ) 207.8
2. სარა ჰორნუნგი (შვეიც) 207.7
3. ბარბარა ენგლედერი (გერ) 186.0

ტრაპი
1. ფატიმა გალვესი (ესპ)
2. არიანა პერილი (ს-მარ)
3. ელენა ტკაჩი (რუს)

სინქრონული ცურვა
სოლო
1. ანისია ნებორაკო (რუს) 170.9924
2. ბერტა ფერერასი (ესპ) 162.9758
3. ანა-მარია ალექსანდრი (ავს) 162.4333

კომბინაცია
1. რუსეთი 90.2333
2. ესპანეთი 87.7333
3. უკრაინა 86.8667

ტაეკვანდო
კაცები
58 კგ
1. რუი ბრაგანსა (პორ)
2. ხესუს კაბრერა (ესპ)
3. სი მოჰამედ კეტბი (ბელ)
3. ლევენთ თუნჩათი (გერ)

ქალები
49 კგ
1. ჩარლი მედოკი (ბრიტ)
2. ტიჯანა ბოგდანოვიჩი (სერ)
3. ლუსია ჟანინოვიჩი (ხორ)
3. პატიმატ აბაკაროვა (აზე)

თავისუფალი ჭიდაობა
ქალები
53 კგ
1. ანჟელა დოროგანი (აზე)
2. როქსანა ზასინა (პოლ)
3. მერვე ქენგერი (თურ)
3. ნადეჟდა შუშკო (ბლრ)

58 კგ
1. ემესე ბარკა (უნგ)
2. ტატიანა ლავრენჩუკი (უკრ)
3. იელიფ იესილირმაქი (თურ)
3. გრეის ბულენი (ნორ)

63 კგ
1. ვალერსია ლაზინსკაია (რუს)
2. იულია ტკაჩი (უკრ)
3. მარია მამაშუკი (ბლრ)
3. ანასტასია გრიგორიევა (ლატ)

75 კგ
1. ვასილისა მარზალიუკი (ბლრ)
2. ეკატერინა ბუკინა (რუს)
3. მაიდერ გონსალესი (ესპ)
3. სვეტლანა საენკო (მოლ)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგად უნდა გაანალიზდეს შედეგები საქართველოში, ზოგადად კი ჩანს რომ სპორტი ჩვენს ქვეყანაში ერთი ადგილისკენ მიექანება. ერთი მედალიც კი არ გვაქვს ჯერ, დამაფიქრებელია თუ მეტი არა
beso
10:00 17-06-2015
0
მე მგონი საქართველოში სპორტის სამინისტრო გასაუქმებელია და მათ უნდა მიაყოლო ბიუჯეტზე ჩამოკიდებული ოლიმპიური კომიტეტი თავის პრეზიდენტიანად და წევრებიანად, ასევე სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელობა, ასეთი უსუსური შედეგები, რომ გექნება ევროპულ თამაშებზე, ოლიმპიადაზე, რას უნდა ელოდო. რა მუქთათ ხრავენ ხალხის ფულებს.
0

სიახლეები პოპულარული