ევროპული თამაშები. V დღე: რუსეთი კიდევ უფრო წინ

AutoSharing Option
ევროპული თამაშების მეოთხე დღის ლიდერი რუსეთის ნაკრები აღმოჩნდა, რომელმაც ყველაზე მეტი - ოთხი ოქრო აიღო და კიდევ უფრო წინ გაიჭრა მედლების ჩათვლაში.

რუსებმა თავისუფალ ჭიდაობაში ოთხივე წონით კატეგორიაში აიღეს მედლები, გაიმარჯვეს მხატვრული ტანვარჯიშის გუნდურ მრავალჭიდში.

ტყვიის სროლის დისციპლინა "ტრაპში" ათენის ოლიმპიადის ჩემპიონმა ალექსეი ალიპოვმა მოიგო და რიო-დე ჟანეიროს ოლიმპიადის საგზური მოიპოვა. რუსმა ფინალში 15-ივე "თეფში" გატეხა, იმ დროს, როცა სლოვაკ ერიკ ვარგას ბოლო ნასროლი გაუცუდდა. ამ მოგებით ალიპოვმა რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის ლიზენცია მოიპოვა და ეს მისი მეხუთე თამაშები იქნება კარიერაში.

ცდილობს
რუსეთს დიდი მანძილით არ ჩამორჩეს აზერბაიჯანი. მასპინძელ გუნდს სევე კარგი დღე ჰქონდათ, რაც სამი ოქროს მედლის აღებაში გამოიხატა.

ტექნიკური შედეგები
მხატვრული ტანვარჯიში
გუნდური
1. რუსეთი 35.300
2. ისრაელი 35.050
3. ბელარუსი 34.850

ტყვიის სროლა
კაცები
ტრაპი
1. ალექსეი ალიპოვი (რუს) 15
2. ერიკ ვარგა (სლოვაკ) 14
3. ჯოვანი პელიელო (იტა) 13

პნევმატური პისტოლეტი
1. დამირ მიკეჩი (სერ) 201.8
2. ჟოაო კოშტა (პორ) 201.5
3. იურაი ტუჟინსკი (სლოვაკ) 180.1

ტაეკვანდო
კაცები
68 კგ
1. აიხან ტაგიზადე (აზე)
2. კაროლ რობაკი (პოლ)
3. ხოელ გონსალესი (ესპ)
3. ალექსეი დენისენკო (რუს)

ქალები
57 კგ
1. ჯეიდ ჯონსი (ბრიტ)
2. ანა ჟანინოვიჩი (ხორ)
3. ნიკიტა გლასნოვიჩი (შვედ)
3. ევა კალვო (ესპ)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული