მისი განმარტებით, ობიექტების გახსნა უახლოეს დღეებში დასრულდება.
"ჯერ კიდევ 18 თვის წინ ეს ტერიტორია იყო მიგდებული და ნაგავსაყრელად ქცეული, ახლა კი ვხედავთ, რა შედეგი მივიღეთ. შეიძლება სიამაყით ვთქვათ, რომ ჩვენს რეგიონში და უახლოეს მეზობელ ქვეყნებში ერთ ლოკაციაზე მდებარე ამდენი სპორტული ობიექტი არ არსებობს.
ეს, რა თქმა უნდა, მიმზიდველია სპორტის ყველა სახეობისთვის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ თბილისს უკვე აქვს ერთ-ერთი საუკეთესო ბაზები. რაც შეეხება
ალექსი ახვლედიანის ინფორმაციით, ასევე დასრულებულია ახალი სპორტის სასახლის მშენებლობაც.
"ყველაზე დიდ ინტერესს, ალბათ, უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე ახალი სპორტის სასახლე იწვევს. მისი მშენებლობა დასრულებულია და მინდა ხვალ და ზეგ ყველა მივიწვიო იქ, რადგან ტარდება სატესტო შეჯიბრებები ხელბურთში. ასე რომ, საორგანიზაციო კომიტეტს არა მარტო ინფრასტრუქტურული, არამედ საორგანიზაციო კუთხითაც ყველა პრობლემა მოგვარებული აქვს.
თბილისი მზადაა იმისთვის, რომ ოლიმპიური ფესტივალი უმაღლეს დონეზე ჩაატაროს", - განმარტა ალექსი ახვლედიანმა.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი "თბილისი 2015" 26 ივლისიდან 1-ლი აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.