თბილისი 2015. ცურვა: ქართველები წარუმატებლად გამოვიდნენ

AutoSharing Option
"თბილისი 2015"-ის ფარგლებში, 200 მ თავისუფალ ყაიდაზე ცურვაში ვაჟთა შორის ქართველმა ირაკლი კვარაცხელიამ, მიუხედავად ნაჩვენები კარგი შედეგისა (1:56:13), რაც სპორტის ოსტატობის ნორმატივის შესასრულებლად საკმარისი აღმოჩნდა, ფინალში გასვლა ვერ მოახერხა.

საკვალიფიკაციო გაცურვებში საუკეთესო შედეგი გერმანიის წარმომადგენელმა იოჰანეს ჰინტზემ აჩვენა, რომელმაც დისტანცია 1:50:72-ში დაფარა. ჰინტზემ მეორე ადგილზე გასულ უნგრელ რიჩარდ მარტონის 65 მეასედით აჯობა.

საღამოს, ფინალურ გაცურვაში გერმანელი სპორტსმენის მთავარი კონკურენტები მოლდოველი ალექსეი სანცოვი, უნგრელი რიჩარდ მარტონი და ესპანელი ცეზარ კასტრო ვალე იქნებიან.

½-ფინალები და ფინალები 17.00-ზე დაიწყება.

* * *
დილის საკვალიფიკაციო
გაცურვაში 100 მეტრ გულაღმა ცურვაში ვაჟებს შორის ორი ქართველი - გიორგი ჩიქობავა და სანდრო მამულაშვილი მონაწილეობდნენ. ჩიქობავამ დისტანცია 1:07:56 დაფარა, ხოლო მამულაშვილის შედეგი კი 1:11:06 მეასედია. 1/2-ფინალში ვერც ერთი მათგანი ვერ გადავიდა.

საკვალიფიკაციო გაცურვებში საუკეთესო შედეგი ესპანელმა გონსალო ჰუგო დე ოლივეირამ აჩვენა. მისი დრო 1:08:07 მეასედია.

გამარჯვების მოპოვება ესპანელმა მოცურავემ საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში მოახერხა. მან მეორეადგილოსან ირლანდიელ კონორ ფერგიუსონს 78 მეასედით აჯობა.

გარდა ფერგიუსონისა, ½-ფინალურ გაცურვებში ოლივეირას კონკურენტები პოლონელი კაპცერ სტოკოვსკი, რუსი კლიმენტ კალიასინკო და გერმანელი ჯოშა სალშოვი იქნებიან.

½-ფინალური გაცურვები 100 მეტრ გულაღმა ცურვაში ვაჟებს შორის დღეს, 17:00 საათზე დაიწყება.

* * *
"თბილისი 2015"-ის ფარგლებში, 100 მეტრ ბრასით ცურვაში ვაჟებს შორის საღამოს გაცურვები ქართველი სპორტსმენების გარეშე ჩაივლის - ლევან ბახტურაძემ და რატი კერვალიშვილმა, შესაბამისად, მხოლოდ 28-ე და 31-ე შედეგები აჩვენეს.

დილის საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ საუკეთესო შედეგი იტალიელმა ნიკოლას მარტინენგმა და ფრანმა ტანგუ ლეპარემ დააფიქსირეს, მათი შედეგი 1:04:09 იყო. მესამე ადგილზე გასულ პოლონელ რაფაელ კუსტოს ამ წყვილმა მხოლოდ 3 მეასედით აჯობა.

ცურვაში საღამოს სესია 17.00 საათიდან დაიწყება.

* * *
"თბილისი 2015"-ის ფარგლებში, 400 მ კომპლექსურ გაცურვაში მონაწილე ქართველ გოგონათაგან ½-ფინალში ვერც ერთი ვერ გავიდა. რუსუდან გოგინაშვილმა 21-ე, ხოლო ლიკა ჩიხორიამ 23-ე ადგილები დაიკავეს.

დილის საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ საუკეთესო შედეგი რუმინელმა მოცურავე მარია კლაუდია გადემ აჩვენა. მისმა დრომ 4: 57:22 შეადგინა.

რუმინელმა სპორტსმენმა გამარჯვების მოპოვება დაძაბულ ბრძოლაში მოახერხა. მეორეადგილოსან დიდბრიტანელ რებეკა მია სუტონს მან მხოლოდ 43 მეასედით აჯობა.

ფინალურ გაცურვაში გადეს მთავარი კონკურენტები, სტოუნის გარდა, რუსი ალექსანდრა დენისენკო, უნგრელი პანი გიურინოვიჩი და გერმანელი სელენ რიდერი იქნებიან.

მედლები 400 მეტრ კომპლექსურ გაცურვაში გოგონებს შორის 17:00 საათიდან გათამაშდება.

"თბილისი 2015"-ის შესახებ ცნობები იხილეთ ტეგზე თბილისი 2015

წყარო: tbilisi2015.com
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული