"მე ხელს არ მოვაწერ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, თუ გადახარჯვა მოხდება, ზედმეტი თანხის დაფარვა ჩვენ გადამხდელებს მოუწევთ", - განაცხადა უოლშმა სააგენტო AP-თან კომენტარში.
მერის უარი, შესაძლოა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტიდან ბოსტონის განაცხადის გამოწვევით დასრულდეს. არადა, ამერიკელთა შანსებს სოლიდურს უწოდებდა კომიტეტის პრეზიდენტი ტომაშ ბახი.
შეგახსენებთ, რომ ბოლოს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ზაფხულის თამაშები 1996 წელს ჩატარდა. მაშინ ოლიმპიადას ატლანტამ უმასპინძლა.
2024 წლის ოლიმპიადის მასპინძელს 2017 წელს, საერთაშორისო
ბოსტონის გარდა, ოლიმპიურ კომიტეტში განაცხადები შეტანილი აქვთ: რომს (იტალია), ჰამბურგსა (გერმანია) და პარიზს (საფრანგეთი). განაცხადების მიღება 2015 წლის 15 სექტემბერს დასრულდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"