თბილისი 2015: ოქროს მედალოსანი რობინზონ ბეგლარაშვილი "ნიუ ჰოსპიტალში" გადაიყვანეს

AutoSharing Option
ძიუდოისტმა რობინზონ ბეგლარაშვილმა, რომელმაც 29 ივლისს ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ოქროს მედალი მოიპოვა, თვალის ტრავმა მიიღო.


არსებული ინფორმაციით, მას თვალი ფინალური ასპარეზობის დროს დაუზიანდა, მოგვიანებით კი ტკივილი უფრო გაუძლიერდა და ძიუდოისტი "ნიუ ჰოსპიტალის" ოფთალმოლოგიურ განყოფილებაში გადაიყვანეს.

როგორც თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში აცხადებენ, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, თუმცა ოფთალმოლოგიის დარგში დამატებით კვლევებს საჭიროებს. 

წყარო: ინტერპრესი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული