"ოლიმპიადის გახსნამდე თითქმის 100 დღეა დარჩენილი. ბრაზილიაში არსებული რთული ეკონომიკური და პოლიტიკური სიტუაციის მიუხედავად, დარწმუნებულნი ვართ, რომ ქვეყანა მზად არის წარმატებით ჩაატაროს ოლიმპიური თამაშები", - განაცხადა საერთაშორისო კომიტეტის საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარემ ნავალ ელ-მუტავაკელმა.
სოკ-მა კმაყოფილება გამოთქვა ოლიმპიური ობიექტების მდგომარეობით - მათი მზადების ხარისხი 98 პროცენტს შეადგენს. დადებით დასკვნას ხელი შეუწყო სატესტო ტურნირებმა ოლიმპიურ არენებზე, რომლებმაც სპორტსმენებისგან მოწონება დაიმსახურეს.
ოლიმპიური თამაშები რიო-დე-ჟანეიროში 5-21
* * *
ამ ინფორმაციის პარალელურად, რიო-დე-ჟანეიროში ჩამოინგრა ველობილიკი, რომელიც სპეციალურად ოლიმპიური თამაშებისთვის იყო აგებული.
ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც კონსტრუქციას, რომელიც ველობილიკს აკავებდა, ოკეანის ტალღა დაეჯახა. გამოცემა O Globo-ს ინფორმაციით, ბილიკზე მყოფი რამდენიმე ადამიანი ძირს ჩავარდა და სანაპიროს კლდეებს დაენარცხა. გარდაიცვალა ორი ადამიანი, სამი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ჩამონგრეული ნაწილის სიგრძე დაახლოებით 50 მეტრს უდრის.
4 კილომეტრი სიგრძის ველობილიკი "ტიმ მაია" 2016 წლის იანვარში გაიხსნა. მისი ღირებულება - 44.7 მილიონ დოლარს შეადგენს.
NHL: არა ოლიმპიადას?
სადავო ფინანსურმა საკითხმა, შესაძლოა, 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადა მთავარი სანახაობის გარეშე დატოვოს, კერძოდ, არსებობს იმის ალბათობა, რომ ჰოკეის ტურნირმა ჰოკეის ეროვნული ლიგის მოთამაშეების გარეშე ჩაიაროს.წინა ხუთ ოლიმპიადაზე, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი NHL-ის მოთამაშეების ტრანსპორტირებისა და დაზღვევის ხარჯებს ფარავდა, მაგრამ ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ კომიტეტმა უარი განაცხადა ძველი ვალდებულებების შესრულებაზე.
ზამთრის ორი უახლოესი ოლიმპიადა აზიაში (პიონჩანგი და პეკინი) გაიმართება და ჰოკეის ეროვნული ლიგა ადრე დაინტერესებას გამოთქვამდა ამ რეგიონში ინვესტიციების დაბანდებაზე. მაგრამ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ბოლო გადაწყვეტილებამ, აგრეთვე მსოფლიოს თასის გათამაშების აღდგენამ, NHL და მოთამაშეთა პროფკავშირი დააფიქრა იმაზე, რომ უარი თქვას საკუთარი ჰოკეისტების ოლიმპიადაზე გაშვებაზე, - წერს ESPN.
შეგახსენებთ, რომ პირველად NHL-ის მოთამაშეებმა 1998 წელს მიიღეს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა.
სექტემბერში, ტორონტოში ისტორიაში მესამედ გაიმართება მსოფლიოს თასი, რომელშიც ლიგის საუკეთესო ჰოკეისტები მიიღებენ მონაწილეობას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"