აღნიშნულ შეჯიბრს არცთუ ისე დიდი ხნის ისტორია აქვს - ზაფხულის თამაშები 1991, ხოლო ზამთრისა 1993 წლიდან ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ეგიდითა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პატრონაჟობით იმართება. შეხსენებისთვის, 2015 წელს ზაფხულის ფესტივალი თბილისში გაიმართება, თუმცა ამჯერად გულშემატკივართა ყურადღებას თეთრ ოლიმპიურ ფესტივალზე მივაპყრობთ.
13-19 თებერვალს ჩეხეთის ქალაქი ლიბერეცი რიგით მეათე საიუბილეო ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ
საქართველოს მცირერიცხოვანი დელეგაცია ჩეხეთში ხვალ გამთენიისას მიემგზავრება. ლიბერეცში სამთო სათხილამურო სპორტში ხუთი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. ნიკოლოზ კოზანაშვილი, კახა კურტანიძე, ზურაბ ბაქრაძე, თამარ ბაქრაძე და სუსანა გავა სლალომსა და გიგანტურ სლალომში მოსინჯავენ ძალებს. საქართველოს დელეგაციას სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ვახტანგ გეგელია უხელმძღვანელებს, ხოლო ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი გიორგი ესაკია იქნება.
ბოლოს კი დავძენთ, რომ აქამდე ჩატარებული ცხრა ზამთრის ფესტივალიდან ქართველმა სპორტსმენებმა მხოლოდ ორი - 1999 (პოპრადი, სლოვაკეთი) და 2003 (ბლედი, სლოვენია) წლის შეჯიბრებები გამოტოვეს, ხოლო ქართველ ათლეტთაგან ჯერჯერობით საპრიზო ადგილზე გასვლა ფიგურულ სრიალში ვახტანგ მურვანიძემ მოახერხა, რომელმაც 1997 წელს სუნდსვალში (შვედეთი) ვერცხლის მედალი მოიპოვა.
geonoc.org.ge
.