ესაა ყოველდღიური მოხმარებისთვის განკუთვნილი ტანსაცმელი, რომელიც, ადრინდელი თეთრ-წითელი ღია პალიტრისგან განსხვავებით, ამჯერად მუქ ფერებშია გადაწყვეტილი - მაისურიც და შორტიც ლურჯია, რომელსაც ეროვნული დროშის ატრიბუტად თეთრ-წითლის კომბინაცია გასდევს. სპორტულ ფეხსაცმელშიც წამყვანი ფერი ლურჯია, მწვანე აკომპანემენტით.
ეს სამოსი ისევ ძველმა შემმოსველმა - იაპონურმა "მიზუნომ" დაამზადა და თამამად შეიძლება ითქვას, რიო დე ჟანეიროში ჩვენი დელეგაცია ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტურად ჩაცმული იქნება. ზოგადად, "მიზუნოს" ნაწარმი არ დაეწუნება და ჩვენი
რაც შეეხება სააღლუმო ფორმას, ის საქართველოში იკერება, ამ სამუშაოს კი "სამოსელი პირველი" ასრულებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"