ქართველ ოლიმპიელებს სეოკ-ში ახალი სპორტული ფორმები გადასცეს

AutoSharing Option
გუშინ, 31 მაისს, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ქართველმა ოლიმპიელებმა ახალი სპორტული სამოსი მოიზომეს და ფოტოებიც გადაიღეს.

ესაა ყოველდღიური მოხმარებისთვის განკუთვნილი ტანსაცმელი, რომელიც, ადრინდელი თეთრ-წითელი ღია პალიტრისგან განსხვავებით, ამჯერად მუქ ფერებშია გადაწყვეტილი - მაისურიც და შორტიც ლურჯია, რომელსაც ეროვნული დროშის ატრიბუტად თეთრ-წითლის კომბინაცია გასდევს. სპორტულ ფეხსაცმელშიც წამყვანი ფერი ლურჯია, მწვანე აკომპანემენტით.

ეს სამოსი ისევ ძველმა შემმოსველმა - იაპონურმა "მიზუნომ" დაამზადა და თამამად შეიძლება ითქვას, რიო დე ჟანეიროში ჩვენი დელეგაცია ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტურად ჩაცმული იქნება. ზოგადად, "მიზუნოს" ნაწარმი არ დაეწუნება და ჩვენი
ოლიმპიური გუნდების ფორმებიც გემოვნებით ყოველთვის გამოირჩეოდა ყველა ოლიმპიადაზე.

რაც შეეხება სააღლუმო ფორმას, ის საქართველოში იკერება, ამ სამუშაოს კი "სამოსელი პირველი" ასრულებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 9 /
წარმატებები საქართველოს იმედებო!!!
tatia
14:49 01-06-2016
0
ფორმის ფერები არაფრად არ ვარგა
დათო
14:40 01-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული