რიოს ოლიმპიადაზე მეძავები ფასს დააგდებენ

AutoSharing Option
რიო-დე-ჟანეიროს მეძავებმა საკუთარ მომსახურებაზე ტარიფები შეამცირეს, რათა ოლიმპიური თამაშების წინ და მსვლელობისას მათზე მოთხოვნა გაიზარდოს, - წერს ბრიტანული გამოცემა "დეილი მეილი".

ოლიმპიადის დედაქალაქის ერთ-ერთი უძველესი რაიონის - ვილა მიმოზას მეძავები იძულებულნი იყვნენ ამ ნაბიჯზე წასულიყვნენ, რადგან არსებობდა 2014 წლის სცენარის გამეორების საფრთხე.

ორი წლის წინ, ბრაზილიაში ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა. მაშინ მსხვილმა სპორტულმა ფორუმმა სერიოზულად დაარტყა უძველესი პროფესიის წარმომადგენლების შემოსავალს, რადგან ტურისტების ყურადღება მხოლოდ სპორტისკენ იყო მიმართული.

სხვა ფაქტორი, რამაც შეიძლება ბრაზილიაში ტურისტების ნაკლებობა გამოიწვიოს, ზიკას ვირუსია.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული