ოლიმპიადის დედაქალაქის ერთ-ერთი უძველესი რაიონის - ვილა მიმოზას მეძავები იძულებულნი იყვნენ ამ ნაბიჯზე წასულიყვნენ, რადგან არსებობდა 2014 წლის სცენარის გამეორების საფრთხე.
ორი წლის წინ, ბრაზილიაში ფეხბურთში მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა. მაშინ მსხვილმა სპორტულმა ფორუმმა სერიოზულად დაარტყა უძველესი პროფესიის წარმომადგენლების შემოსავალს, რადგან ტურისტების ყურადღება მხოლოდ სპორტისკენ იყო მიმართული.
სხვა ფაქტორი, რამაც შეიძლება ბრაზილიაში ტურისტების ნაკლებობა გამოიწვიოს, ზიკას ვირუსია.