Bild: ტომას ბახი ვლადიმირ პუტინის პუდელია!

AutoSharing Option
გერმანულმა გაზეთმა Bild-მა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ტომას ბახს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პუდელი უწოდა.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთი რიოს 2016 წლის ოლიმპიადაზე დაუშვა.

გერმანულმა გაზეთმა ამ კომიტეტის გადაწყვეტილებას სტატია მიუძღვნა, სადაც ბახს იმაში ადანაშაულებს, რომ კომიტეტის პრეზიდენტმა პუტინთან მეგობრობა სპორტზე წინ დააყენა და რუსეთს ოლიმპიადის კარები კვლავ გაუღო, მიუხედავად ქვეყნის დოპინგ-პოლიტიკისა.

აქვე გეტყვით, რომ ოლიმპიადაზე მხოლოდ იმ რუს სპორტსმენებს დაუშვებენ, რომლებსაც "სუფთა" წარსული აქვთ და დოპინგის მიღებაში მხილებულები არასდროს ყოფილან.

ადრე გაზეთმა Bild-მა განაცხადა, რომ რუსეთის დაშვების
შემთხვევაში 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთის ოლიმპიური ნაკრების შედეგებს მედლების საერთო ჩათვლაში არ აღნიშნავდა.

- რიო 2016: რუსები მაინც მიდიან, მაგრამ ყველა არა
მკითხველის კომენტარები / 7 /
გერმანულ-ავსტრიული წარმოშობის ევროპელები სიხარულით ხდებიან "პუდელები" და კარგადაც "გამოსდით". ნეტა, რა არის ამის მიზეზი? "ძალიან ძნელი" გამოსაცნობია... ))))))))))))
რატომღაც -
17:01 25-07-2016
0
თქვენ ნაცებზე არ ხართ გაყიდულები:?
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული