რიო 2016: ამირან პაპინაშვილი მეოთხედფინალშია!

AutoSharing Option
6 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოს ტურნირში, 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში წარმატებით ასპარეზობს ამირან პაპინაშვილი, რომელმაც ორი ორთაბრძოლა მოიგო და მეოთხედფინალშია.

ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი 28 წლის ქართველი ძიუდოისტი შეჯიბრში მეორე წრიდან ჩაება, სადაც ჯერ კანადელ სერხიო პესოას ვაზარ-იუკოთი სძლია, შემდეგ კი ბულგარელ იანისლავ გერჩევს იპონით აჯობა.

პაპინაშვილი 1/4-ფინალში იაპონელ მსოფლიოს ჩემპიონ ნაოჰისა ტაკატოს შეხვდება.

ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.
მკითხველის კომენტარები / 7 /
მადლობა, ,,ლინკისთვის,, AMPREDUZO
gio-s
06 აგვისტო 2016 20:58
0
ბაეცი აჯვენებს რუსულიარხი
sb
06 აგვისტო 2016 20:45
0
რატო იტყუებიტ 1 არხი არაფერს აცჰვენებს
judo
06 აგვისტო 2016 20:07
0
არ შეიძლება ამ ქვეყანაში ერთი რამე მაინც იყოს დალაგებული?? ჭიდაობას მაინც გვაყურებინონ!!!
koba
06 აგვისტო 2016 19:37
0
http://www.glaz.tv/online-tv/boec-tv აი აქაა პირდაპირი
gio
06 აგვისტო 2016 19:35
0
პირდაპირი ჯერ არაფერი გვინახია
თქვე ფარჩაკებო
06 აგვისტო 2016 19:26
0
არის პირველი იპონიც!!! წინ,წინ, წინ!!!
tngh
06 აგვისტო 2016 19:24
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული