ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი 28 წლის ქართველი ძიუდოისტი შეჯიბრში მეორე წრიდან ჩაება, სადაც ჯერ კანადელ სერხიო პესოას ვაზარ-იუკოთი სძლია, შემდეგ კი ბულგარელ იანისლავ გერჩევს იპონით აჯობა.
პაპინაშვილი 1/4-ფინალში იაპონელ მსოფლიოს ჩემპიონ ნაოჰისა ტაკატოს შეხვდება.
ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.