რიო 2016: ამირან პაპინაშვილმა მსოფლიო ჩემპიონს მოუგო და ნახევარფინალშია!

AutoSharing Option
6 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოს ტურნირში, 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში წარმატებით ასპარეზობს ამირან პაპინაშვილი, რომელმაც სამი ორთაბრძოლა მოიგო და ნახევარფინალშია.

ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი 28 წლის ქართველი ძიუდოისტი შეჯიბრში მეორე წრიდან ჩაება, სადაც ჯერ კანადელ სერხიო პესოას ვაზარ-იუკოთი სძლია, შემდეგ კი ბულგარელ იანისლავ გერჩევს იპონით აჯობა. პაპინაშვილმა უმნიშვნელოვანესი ბრძოლა 1/4-ფინალში იაპონელ მსოფლიოს ჩემპიონ ნაოჰისა ტაკატოსთან გამართა და იპონით გაიმარჯვა.

ნახევარფინალში ქართველი ძიუდოისტი რუსთა ევროპის სამგზის ჩემპიონი, მსოფლიოს ფინალისტი ბესლან მუდრანოვს დაუპირისპირდება. ფინალური ბლოკი მოგვიანებით დაიწყება.

ოლიმპიადიდან პირდაპირ
ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.
მკითხველის კომენტარები / 70 /
ჯობდა იაპონელტან წაეგო და ებრდზოლა მესამე ადგილისტვის
zaza
13:56 07-08-2016
0
მუდრანოვი ოსი არაა და რუსი, ჩერქეზია, არმავირიდან, კრასნოდარის ოლქი. ისე, მართლაც, რა მნიშვნელობაა, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელია, რომელთანაც მეტი შემართება იყო საჭირო და არა მანდრაჟით ჭიდაობა.
გიორგი
10:52 07-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული