რიო 2016: ამირან პაპინაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
6 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოს ტურნირში, 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს ამირან პაპინაშვილი, რომელიც უზბეკ დიორბეკ უროზბოევს შეხვდება.

ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი 28 წლის ქართველი ძიუდოისტი შეჯიბრში მეორე წრიდან ჩაება, სადაც ჯერ კანადელ სერხიო პესოას ვაზარ-იუკოთი სძლია, შემდეგ კი ბულგარელ იანისლავ გერჩევს იპონით აჯობა. პაპინაშვილმა 1/4-ფინალში იაპონელ მსოფლიოს ჩემპიონ ნაოჰისა ტაკატოსთან იპონით გაიმარჯვა, 1/2 ფინალში კი რუსთა ევროპის სამგზის ჩემპიონთან, მსოფლიოს ფინალისტ ბესლან მუდრანოვთან დამარცხდა.

ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
რა ხდება მართლა,რატომ იბლოკება საზოგადოებრივი მაუწყებელი სპორტული გადმოცემების დროს რატომ.ამისთვის ვაფინანსებთ ამ ტელევიზიას.
F
07 აგვისტო 2016 11:10
0
რა ხდება მართლა, რატომ იბლოკება საზოგადოებრივი მაუწყებელი სპორტული გადმოცემების დროს რატომ.
T
07 აგვისტო 2016 10:29
0
ამის დედა ვატირე მართლაც რა ხდება, არაფერს არ გაყურებინებენ რა, რატომ იბლოკება საზოგადოებრივი მაუწყებელი სპორტული გადმოცემების დროს რატომ.
SS
07 აგვისტო 2016 09:48
0
ჭიდაობა თუარ გინდოდა ბრინჯაოსთვის გეთქვა ნუ გამოხვიდოდი ტრამვა მოგემიზეზებინა ასეთ სამარცხვინო გამოსვლას))
svani
07 აგვისტო 2016 00:44
0
რომელი პირველი არხი?ფეხბურთის და ოლიმპიადის დროს რომ ითიშება?პატრონი ვინააა.მხოლოდ მაგთისატზე რომ აჩვენებენ ვინმე კითხულობს რატომ???მიხედეთ მოგვხედეთ....
gigusha
07 აგვისტო 2016 00:22
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული