რიო 2016: ქართველი მშვილდოსნები გუნდურში მედლების გარეშე დარჩნენ

AutoSharing Option
მშვილდოსან ქალთა ნაკრებმა ოლიმპიადის პლეი ოფის პირველივე შეხვედრა მექსიკის ნაკრებთან წააგო. თანაც, მშრალი ანგარიშით - 0:6.

ქრისტინე ესებუას, ხათუნა ნარიმანიძის და იულია ლობჟანიძის სამეულმა მექსიკელებს ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერც ერთ სეტში ვერ გაუწია და სამივე დათმო: 50:54; 52:58; 55:57.

ახლა ოლიმპიადაზე ჩვენებს მხოლოდ პირადი პირველობა დარჩათ სადარდელი, სადაც პლეი ოფები 10 აგვისტოს ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ 1/32-ედფინალში ლობჟანიძე მექსიკელ ალეხანდრა ვალენსიას შეხვდება, ნარიმანიძე - უკრაიონელ ლიდია სიჩენიკოვას, ესებუა - ინდოელ დეეპიკა კუმარის.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს სპორტი არსებობს საქართველოში ? არ ვიცოდი
misha gabunia
19:17 08-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული