რიო 2016: ლაშა შავდათუაშვილი ბრძოლას ბრინჯაოსთვის გააგრძელებს

AutoSharing Option
8 აგვისტოს, რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოში, 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში, ლაშა შავდათუაშვილმა მესამე ორთაბრძოლა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი შოჰეი ონოსთან ვაზარით დათმო და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

რეპეშაჟში ლაშას მეტოქე რუსი დენის იარცევი იქნება.

ოლიმპიურმა და ევროპის 24 წლის ქართველმა ჩემპიონმა, რომელიც შეჯიბრში მეორე წრიდან ჩაება, თავდაპირველად ჯერ კუბელ მაგდიელ ესტრადას სძლია სუფთად, შემდეგ კი - შრილანკელ ჩამარა რეპიიალაჯს, მაგრამ მეოთხედფინალში იაპონელთან დამარცხდა.

ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.
მკითხველის კომენტარები / 10 /
მადლობა ლაშა, ეგ ბრინჯაო ყველა ოქროს ჯობია, განსაკუთრებით რუსი იარცევის დამარცხების შემდეგ. მადლობა იმ ემოციებისთვის, იმ სიხარულისთვის და იმ სიამაყისთვის რაც განვიცადე.ჩვენ ქართველები ვართ!!!
დათო
14:10 09-08-2016
0
არხი იმიტომ იბლოკება რომ სატელიტზე არ აქვს უფლება მთელმას მსოფლიომ უყუროს, ქართველების გარდა სხვებიც უყურებენ რათქმაუნდა... ეს არაა არხის ბრალი
miriani
09:50 09-08-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული