ლაშა შავდათუაშვილი: უფლება არ მქონდა, 8 აგვისტოს რუსთან წამეგო

AutoSharing Option
8 აგვისტოს, ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა, რომელმაც რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რუსი დენის იარცევის დამარცხების შემდეგ ემოციური კომენტარი "რუსთავი 2"-თან გააკეთა.

ქართველმა ძიუდოისტმა რუსი მეტოქე რეპეშაჟში დაამარცხა. არადა, შეხვედრას იუკოთი რუსი ფალავანი იგებდა, თუმცა ლაშამ ბოლო 30 წამში შეძლო ჯერ ვაზარის მოპოვება, შემდეგ კი იპონით გამარჯვება. ორთაბრძოლის დასრულების შემდეგ ქართველმა ძიუდოისტმა ემოციური ჟესტით რუს სპორტსმენს საქართველოს დროშაზე მიანიშნა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
"დღეს ისეთი დღე იყო, ვფიქრობდი, რომ მე უფლება არ მქონდა, ეს შეხვედრა წამეგო. ცოტა ვნერვიულობდი კიდევაც, იმიტომ,
რომ 8 აგვისტო იყო და ჩვენი გმირების სახელით, მე უფლება არ მქონდა, გავსულიყავი და ყველაფერი არ გამეკეთებინა, რათა მეჩვენებინა, რომ ჩვენი ქვეყანა ძლიერია და არ ვართ სუსტები”, - განაცხადა შავდათუაშვილმა შეხვედრის შემდეგ.

იარცევთან გამარჯვების შემდეგ ლაშა შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ებრაელი საგი მუკი დაამარცხა და ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

- რიო 2016: ვაშა ლაშას! პირველი და ისტორიული მედალი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 22 /
Lasha dzmao dzalian magari kaci da sportsmenixar, magram politikas daanebe taviraa,mitumetes iarcevi araa cudi bichi.shentvisro gaeketebina egre,guli xo getkineboda?hoda sheeshvi tudzmaxar am intrignul ragaceebs,mibadze chirikas,kaci msoflios sauketeso dziudoistia magram emocia araaqvs kacs,ra amit akldeba rame?
Alika
09 აგვისტო 2016 11:22
0
ვინც როგორც გინდათ გაიგეთ, მაგრამ სპორტში ესეთი რაღაცეები მე არ მიმაჩნია გამრთლებულად, გაიხსენეთ ენისეის რაგბისტები როგორ დაუდგნენ მეკოს გვერდით, ან კალათბურთში ბურთი რომ გადაგვახია რუსეთის ნაკრებმა თავზე კირილენკოს რა ღირსეული კომენტარი ჰქონდა, გეგონება საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვაო!
ირაკლი
09 აგვისტო 2016 10:44
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული