მამაკაცთა წყვილებში კი პირველ ორ ნომრად განთესილი დუეტები გამოეთიშნენ ბრძოლას: ფრანგები - ერებერი და მაუ და ბრიტანელები - ენდი და ჯეიმი მარეები.
მაგრამ ჩოგბურთის მოყვარულებს მთავარი სენსაცია დღის ბოლოს ელოდათ. სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი 2016 წელს პრიზების კოლექციის სრულად შევსებას გეგმავ
ნოვაკმა შეძლო პარიზში მთავარი პრიზის აღება, მაგრამ ოლიმპიური ოქროსთვის კიდევ ოთხი წელი მოუწევს მოცდა.
სერბს, წილისყრის მხრივ, ძალიან არ გაუმართლა - პირველივე წრეში არგენტინელ ხუან-მარტინ დელ პოტროს გადაეყარა. მართალია, სამხრეთამერიკელი რეიტინგის ტოპ-ასეულის მიღმა იმყოფება, მაგრამ ფორმა აკრიფა და უკვე სახიფათო მეტოქეს წარმოადგენს, რაშიც ჯოკოვიჩი კარგად დარწმუნდა.
მთელი შეხვედრის განმავლობაში დელ პოტრო ფლობდა უპირატესობას. მას ძალიან ეხმარებოდა მოწოდება. მის არც ერთ გეიმში საქმე არ მისულა "თანაბარ" ანგარიშამდე და ნოვაკს ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მიუღია! ბრეიკის შესრულება ვერც არგენტინელმა შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ რვა ბრეიკ-პოინტი ჰქონდა.
ამიტომაც ორივე სეტში საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა. ორივე შემთხვევაში დელ პოტრო გაცილებით აღემატებოდა მსოფლიოს პირველ ნომერს და სრულიად დამსახურებულად გავიდა 1/16-ფინალში. სხვათა შორის, დელ პოტრომ ოთხი წლის წინ, ლონდონის ოლიმპიადაზეც მოუგო სერბს - მესამე ადგილისთვის მატჩში.
შეხვედრის შემდეგ ჯოკოვიჩი თბილად გადაეხვია მეტოქეს, რის შემდეგაც ცრემლები ვერ შეიკავა და ტირილი დაიწყო. მას ჯერ არ უწევს რიოს დატოვება, რადგან წყვილთა თანრიგის მეორე წრეშია გასული ნენად ჟიმონჟიჩთან ერთად.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"