ჭრიკიშვილმა, რომელიც შეჯიბრში მეორე წრიდან ჩაება, ჯერ კუბელ ივან ფელიპე სილვა მორალესს სძლია იუკოთი, შემდეგ კი სალვადორელ ხუან დიეგო ტურსიოსს გაფრთხილებების ხარჯზე მოუგო.
1/4-ფინალში ჭრიკიშვილის მეტოქე იტალიელი მატეო მარკონჩინი იქნება.
ოლიმპიადიდან პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.